პაპუაშვილი

ბრალდება, თითქოს, ევროკავშირი ჩაერია მოლდოვის არჩევნებში, ოფიციალურად გამოაშკარავებულია, როგორც რუსული დეზინფორმაცია. ამ შემთხვევაში, ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას - პაპუაშვილი

„ბრალდება, თითქოს, ევროკავშირი ჩაერია მოლდოვის არჩევნებში, ოფიციალურად ანტიდეზინფორმაციულ ვებგვერდზე ნახავთ. ევროკავშირის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლ განყოფილებას ეს ინფორმაცია აქვთ ოფიციალურად აღიარებული და გამოაშკარავებული, როგორც რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ამ შემთხვევაში, ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ევროკავშირი არის ის გაერთიანება, რომელიც ერევა სხვა ქვეყნის არჩევნებში. ამაზე მეტი რუსული პროპაგანდა რა უნდა გაატაროს „ნაციონალურმა მოძრაობამ?” - არ ვიცი,’’- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ აქვს ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც მის სტაბილურ ამომრჩეველს უკავშირდება. სწორედ, ამის შედეგია ის მარცხი, რასაც პარტია ყველა არჩევნებზე განიცდის.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ფუნდამენტური პრობლემა, რომ მას ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი, რომელიც არც იკლებს და არც მატულობს. იმიტომ, რომ გარკვეული ჩამოყალიბებული დამოკიდებულება აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიმართ, მაგრამ სწორედ ის ფაქტი, რომ არც ემატებათ და არც აკლდებათ ამომრჩეველი ნიშნავს იმას, რომ მათი ქცევა არასწორია. მათ არანაირი შეთავაზება არ აქვთ მოსახლეობის მიმართ გარდა დესტრუქციისა, რევანშისა და სწორედ, რევანშის მომხრეები ჰყავთ ამომრჩევლებად, სტაბილურად, 2012 წლიდან. რევანში, რომ ვერ შედგება ამ რაოდენობის მომხრეებით, ესეც ნათელია. ამ იმედგაცრუებას „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში ყოველ ჯერზე იგრძნობს,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მთავარი სიახლეები

ვიდეოები

1653161759

უკანასკნელი დღე "აზოვსტალში" - ვიდეოს "აზოვის" სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფი აქვეყნებს

უკრაინის ეროვნული გვარდიის „აზოვის“ სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფმა დმიტრი კოზაცკმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე გადაღებული უკანასკნელი ვიდეო გამოაქვეყნა.შეგახსენებთ, რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში მყოფი ყველა მებრძოლი ჩაბარდა და ტერიტორია "სრულიად გათავისუფლდა".რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 16 მაისიდან 2 439-მა „ნეო-ნაცისტმა „აზოვისა და უკრაინის ჯარისკაცმა“, რომლებიც ფოლადის ქარხანაში იმყოფებოდნენ, „იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ“.

დაბომბეს

ომი უკრაინაში

სოციალური თემა

puli

1651821060

300-ლარიანი ვაუჩერი მთავრობისგან საჩუქრად - ნახეთ სად, როდის და როგორ შეძლებთ მის აღებას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სუბსიდიის პროგრამა, რომელიც ფერმერების წახალისებას ითვალისწინებს.ფერმერებს ყოველ 1 ჰექტარ მიწაზე დაერიცხოთ 300 ლარი (ქულების სახით) და ამით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აგრობარათების გამოყენება და „ლიბერთი ბანკიდან“ გაცემა 10 მაისიდან დაიწყება.ვის, როდის და სად დაერიცხება ქულებიქულები აგრობარათებზე ირიცხება. ქულების დარიცხვა და ამით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო.პროგრამაში კვლავ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ აქვთ, მაგრამ აქვთ შესაბამისი მიწის ნაკვეთი, 26 აპრილიდან შეძლებენ ბანკში ბარათის აღებას.სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები.როდის დაიწყება ქულების დარიცხვააგრობარათებზე ქულების დარიცხვა 10 მაისიდან დაიწყება და განაღდება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.ბარათით სარგებლობის ვადააგრობარათებზე დარიცხული ქულებით სარგებლობის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.რის შეძენას შეძლებენ ფერმერებიბარათზე დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება შემდეგი საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.

სხვა სიახლეები

მკვლელობა

საზოგადოება 1653218239

ქმრის მიერ მოკლული გოგოს დედა ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანეს - ოჯახის ახლობელი

21 მაისს თბი­ლის­ში, მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალის, 31 წლის სოფო კვა­რა­ცხე­ლი­ას ცხედარი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ზუგდიდში მამისეულ სახლში გადაასვენეს.მკვლელობის დროს ავტობუსში სოფო კვარაცხელიას და სალომე კვარაცხელია, შვილთან ერთად და ასევე გარდაცვლილი ქალის ორი შვილიც იმყოფებოდა.„სოფოს და, სალომე და დედა, ხათუნა ნაჭყებია იმყოფებოდნენ თბილისში, ექიმთან წაუყვანიათ სალომეს შვილი. სალომე შეესწრო ფაქტს, წამებში მომხდარა. ბავშვები შოკში არიან. სოფოს დედამ არ იცის, რომ მისი შვილი მკვდარია, იცის რომ დაჭრილია.ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მძიმედაა...საშინელება ტრიალებს ჩვენს ქუჩაზე. ამას ვინ იფიქრებდა, სოფო ისეთი ჭკვიანი, განათლებული, შვილების გიჟი დედა იყო“,- გვითხრა კვარაცხელიების მეზობელმა. შეგახსენებთ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მამაკაცმა მე­უღ­ლე არასრულწლოვანი შვი­ლე­ბის თვალ­წინ მოკ­ლა.სოფო რამ­დე­ნი­მე წლის წინ მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­ავი­და. მისი მეუღლე გალიდანაა. იგი დედისერთაა და ზუგდიდში ბიძასთან იზრდებოდა.თბილისელი მეზობლების თქმით, მას ბოლო დროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ორჯერ სუიციდის მცდელობაც.ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით და ნანობს. უფლებადამცველმა სულხან კომახიძემ განაცხადა, რომ მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.„ბრალის წარდგენა ჯერ არ ყოფილა და არ გვაქვს ინფორმაცია, როდის იქნება, ამაზე პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ადვოკატმა.შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვა.გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.ქალთა მკვლელობებს დღეს ზუგდიდში, თბილისსა და ბათუმში აქცია-პერფორმანსით გააპროტესტებენ.

ემსხვერპლა

საზოგადოება 1653215626

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 232 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - უკრაინის პროკურატურა

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 232 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 430 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 145, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 102, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 48, ლუგანსკის ოლქში - 48, ნიკოლაევის ოლქში - 45, ზაპოროჟიეს ოლქში - 28, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16,  ჟიტომირის ოლქში - 15.მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

ოლენა ზელენსკა

ომი უკრაინაში 1653214210

რა არის ორი სიტყვა, რომლის მოსმენაც ოლენა ზელენსკას ქმრისგან ყველაზე მეტად სურს

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ მეუღლესთან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ინტერვიუ მისცა, რომელშიც თქვა, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ქმარი თითქმის არ უნახავს.მისი თქმით, 24 თებერვალს ფანჯრის მიღმა უცნაურმა ხმებმა გააღვიძა. როდესაც თვალები გაახილა, ქმარი ოთახში არ იყო, გვერდით ოთახში გასულმა კი ვოლოდიმირისგან საშინელი სიტყვები მოისმინა: „დაიწყო“.იმ მომენტიდან, ​ოლენა აღიარებს, რომ ოცნებობს ქმრისგან მოისმინოს მხოლოდ ორი სიტყვა „ყველაფერი დასრულდა", რაც ასე მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის.„მე ვცხოვრობ იმით, რომ ველოდები, როდის მეტყვის ამას. მე მესმის, რომ მე არ ვიქნები პირველი, ვისაც ის ამას ეტყვის, მაგრამ მინდა ამის მოსმენა ტელევიზიით მაინც", - თქვა ოლენა ზელენსკამ ინტერვიუში.

ზელენსკი

ომი უკრაინაში 1653213692

ზელენსკი მსოფლიოს სასურსათო კრიზისზე აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი 22 მილიონი ტონა საკვები პროდუქტების ექსპორტის ბლოკირებაში დაადანაშაულა - ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა CNN წერს.ზელენსკის თქმით, თუ პორტებს არ აამუშავებენ, ბევრ ქვეყანას სასურსათო კრიზისი შეექმნება.“მსოფლიო საზოგადოებამ უნდა დაეხმაროს უკრაინას საზღვაო პორტების განბლოკვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგეტიკულ კრიზისს მოჰყვება სასურსათო კრიზისი და მას კიდევ ბევრი ქვეყანა შეექმნება. რუსეთმა დაბლოკა თითქმის ყველა პორტი და ყველა, ასე ვთქვათ, საზღვაო შესაძლებლობა საკვების ექსპორტისთვის - ჩვენი მარცვლეული, ქერი, მზესუმზირა და სხვა ბევრი რამ.მსოფლიოში კრიზისი იქნება. მეორე კრიზისი ენერგეტიკის შემდეგ, რომელიც რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული ახლა სასურსათო კრიზისს შექმნის. თუ არ განბლოკავთ უკრაინისთვის მარშრუტებს. აფრიკას, ევროპის ქვეყნებს, აზიას ეს საკვები პროდუქტები სჭირდებათ“, - თქვა ზელენსკიმ შაბათს კიევში, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან ანტონიო კოსტასთან მოლაპარაკების შემდეგ.ზელენსკიმ ასევე დაადანაშაულა მოსკოვი საკვები პროდუქტების "ეტაპობრივ მოპარვაში" და მათი გაყიდვის მცდელობაში.აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე ხორბლის მარაგი რუსეთიდან და უკრაინიდან შეადგენდა გლობალური ვაჭრობის თითქმის 30%-ს, ხოლო უკრაინა მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ექსპორტიორია. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა - რომელიც მსოფლიოს ეხმარება გლობალურ სასურსათო დაუცველობასთან ბრძოლაში, ყოველწლიურად თავისი ხორბლის ნახევარს უკრაინიდან ყიდულობს. გაერო ქვეყნებს აფრთხილებს, თუ უკრაინის პორტები არ გაიხსნება, შედეგები საშინელი იქნება.

პრემიერ-მინისტრი

პოლიტიკა 1653213322

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიებზე.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში , რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.