იან პრაუდი: არჩევნებში მონაწილეობის არმიღება და შემდეგ წაგებაზე ჩივილი უცნაურია. ევროკავშირი აღშფოთდება „ქართული ოცნების“ გამარჯვებით... ვინ იცის რატომ?

იან პრაუდი

ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი თბილისში ოპოზიციის პროტესტს ეხმიანება. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.

„ქართველი ოპოზიციონერები აპროტესტებენ, რომ არჩევნები მიმდინარეობს. მშვიდობიანი პროტესტი ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანია. ისევე, როგორც კანდიდატების წარდგენა. არჩევნებში მონაწილეობის არმიღება და შემდეგ წაგებაზე ჩივილი უცნაურია. ევროკავშირი აღშფოთდება „ქართული ოცნების“ გამარჯვებით... ვინ იცის რატომ?“ - წერს პრაუდი.