ირაკლი კობახიძე: ჩვენ გავეცანით პოლიციელის მდგომარეობას, ადგილზეც ვიყავით მისული და მდგომარეობა არის სტაბილური

ირაკლი კობახიძე

ჩვენ გავეცანით პოლიციელის მდგომარეობას, ადგილზეც ვიყავით მისული, მდგომარეობა არის სტაბილური, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მალე გაუმჯობესდება.

„ჩვენ გავეცანით პოლიციელის მდგომარეობას, ადგილზეც ვიყავით მისული, მდგომარეობა არის სტაბილური. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ჩაივლის ძალიან მალე და ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მალე გაუმჯობესდება”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.