„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
როდესაც ამდენი ადამიანი დგას შენს უკან, უნდა გეყოს იმდენი პოლიტიკური გამოცდილება, ნამუსი, სინდისი, ტვინი, რომ არ მოუწოდო, წავიდეთ და ეს შენობა დავიკავოთ, როცა ზუსტად იცი, რომ დაგხვდება იქ პოლიცია და მოხდება შეტაკება. თუ ამდენი არ გესმის, მაშინ შენი საქმე პოლიტიკა არ არის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
ლევან იოსელიანის თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმათ, ვინც მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ წასულიყვნენ და აეღოთ პრეზიდენტის სასახლე.
"ეს აქცია აბსოლუტურად განსხვავდებოდა ყველა წინა აქციისგან. ამ აქციის ფარგლებში, ჩემი გადმოსახედიდან, აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფის ქმედებებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი. დავინახეთ როგორ შევიდნენ პრეზიდენტის სასახლეში და როგორ მოხდა ჯებირის ჩამონგრევა და ა.შ. როდესაც ასეთი ეგზალტირებულია ხალხი, მით უმეტეს სამი თვეა ამ აქციაზე ლაპარაკობენ, რომ ამას ვაპირებთ და იმას ვაპირებთ, ორგანიზატორებს რა პასუხისმგებლობა აქვთ, რა პასუხისმგებლობით მოქმედებენ, რომ მიჰყავთ ეს ბავშვები იქ? მაგ ახალგაზრდებს ხვალ რომ დაიჭერენ და 6 წლით რომ ციხეში გაუშვებენ, ვინ აგებს მაგაზე პასუხს?
[პასუხისმგებლობას ვაკისრებ] იმათ, ვინც მოუწოდა, რომ უნდა წავიდეთ და ავიღოთ პრეზიდენტის სასახლე, გასაღები წავართვათ. ამ ახალგაზრდებიდან ზოგი საერთოდ ვერ ერკვევა პოლიტიკაში და სჯერა ვიღაცის მოწოდების და შენ ხომ გესმის, რომ ამ ქმედებას რომ ახორციელებ, ასეთ რაღაცას რომ აკეთებ, ამას რა მოჰყვება? შეღავათი არ არის ის, რომ შენ თვითონაც თავი გაქვს გადადებული და თუ გინდა, რომ შეხვიდე და შეანგრიო ჯებირი, ამ ბავშვებს რას ერჩი, ამ ადამიანებს რას ერჩი, რომლებსაც იქ მიიყოლებ. ეს არცერთ კანონში არ წერია, არანაირ კონსტიტუციაში არ წერია, რომ უნდა ჩამოანგრიო კარები და უნდა შეიჭრა რომელიღაც სასახლეში და დაიკავო და მერე კიდევ სხვაგან შეიჭრა.
საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იწვევს იმას, ეს ახალგაზრდები სხედან მერე ციხეში. ამ ქვეყანაში ბევრი ახალგაზრდა გვყავს, რომელიც გვემეტება ციხეში გასაშვებად და 5-6 წლის მოსახდელად? როდესაც ლიდერი ხარ, აიღე ეს პასუხისმგებლობა შენ თავზე. ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ყველაფერზე. ასე როგორ შეიძლება, რომ წაიყვანო და მიაყენო კედელთან ეს ახალგაზრდები, ზოგი შეიძლება არასრულწლოვანია იქ და [ეუბნები] "მიდით, შედით", ასეთი რამ, როგორ შეიძლება?“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ომბუდსმენი - როდესაც ამდენი ადამიანი დგას შენს უკან, უნდა გეყოს გამოცდილება, ნამუსი, სინდისი, ტვინი, რომ არ მოუწოდო, "წავიდეთ და შენობა დავიკავოთ" - ამ ახალგაზრდებს რომ დაიჭერენ და 6 წლით ციხეში გაუშვებენ, ვინ აგებს პასუხს? - ძალიან გაბრაზებული ვარ