გვაქვს ინტენსიური, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, რომელიც განსაზღვრავს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას - მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

მაკ

 საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი აბუ-დაბიში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

ახლო აღმოსავლეთის თემატიკაზე ორგანიზებულ ფორუმზე მსოფლიო ლიდერები, დიპლომატები და ექსპერტები რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ტენდენციებს განიხილავენ.

მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა, პანელურ დისკუსიაზე, რომელიც რეგიონის სტრატეგიულ მომავალსა და პარტნიორობას დაეთმო. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.

"ჩვენ გვაქვს ინტენსიური, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, რომელიც ბუნებრივია განსაზღვრავს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი განზომილება ეკონომიკური თანამშრომლობაა, ის როლი, რომელსაც ორივე ქვეყანა ამ თვალსაზრისით ასრულებს. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 16 შეთანხმება აქვს გაფორმებული, რაც კიდევ უფრო ზრდის რეგიონში ჩვენი ძალისხმევის მნიშვნელობას.

საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა გეოპოლიტიკურად მეტად სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. დღეს, რა თქმა უნდა, ყველაზე აქტიურად შუა დერეფნის საკითხი განიხილება, თუმცა ეს ახალი იდეა არ არის. იგი ისტორიულ რეალობას ასახავს, რომელიც ყოველთვის არსებობდა. ახალი გეოპოლიტიკური რეალობა კი ამ იდეას დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს. საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ჩვენ განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას. ერთი მნიშვნელოვანი გარემოება უნდა აღინიშნოს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რეგიონში წარმოშობილმა კონფლიქტებმა, რა თქმა უნდა, ხელი ვერ შეუწყო სამხრეთ კავკასიის, როგორც დამაკავშირებელი ჰაბის ჩამოყალიბებას, მიუხედავად ამისა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა შეძლეს არაერთი პროექტის განხორციელება, რომლებიც დღეს მყარ საფუძველს ქმნის დაკავშირებადობის გაძლიერებისა და შუა დერეფნის შემდგომი განვითარებისთვის. იქნება ეს ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები თუ სხვა პროექტები დაკავშირებადობის მიმართულებით", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

✕