ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
"არ ვიცი, რა მიზანს ემსახურებოდა გუშინდელი აქცია, რადგან ამ ქვეყანაში ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი ღიად აცხადებს, რომ ემხრობა ევროინტეგრაციას, ყველა ვართ ამაზე შეთანხმებული, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირებულებიც არ უნდა ვიყოთ შიდა პოლიტიკურ ველზე", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ვიდრე ჩატარდებოდა რომელიმე აქცია, ჩვენი პოზიცია იყო, რომ როცა მოსახლეობის 80 პროცენტი ემხრობა ევროინტეგრაციას, ცუდად ორგანიზებული ან დროის უქონლობის გამო ვერ ორგანიზებული აქციის ჩატარება ატარებს მაღალ რისკს. რისკს, რომ ნაცვლად იმისა, დავანახოთ ევროპას ჩვენი ხალხის ნება-სურვილი, ისე არ აღმოჩნდეს, თითქოს სულ 300 კაცი ითხოვს ამას. არ ვიცი, ამან რამდენად დააზიანა პროცესი, რამდენად მიიღებენ მხედველობაში, რადგან არსებობს გამოკითხვები, რომლის მიხედვით, მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი ემხრობა ევროინტეგრაციას.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა მიზანს ემსახურებოდა გუშინდელი აქცია, რადგან ამ ქვეყანაში ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი ცალსახად, ღიად აცხადებს, რომ ემხრობა ევროინტეგრაციას, ყველა ვართ ამაზე შეთანხმებული, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირებულებიც არ უნდა ვიყოთ შიდა პოლიტიკურ ველზე. ვერ ვხვდები, ამის ფონზე რა აზრი აქვს აქციას. ის, რომ მაკონსოლიდირებელი ყოფილიყო და ერთიანობა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, ეს ვერ მოხდა, რადგან ორგანიზების დრო არ ჰქონდათ და ცოტა ადამიანი იყო“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.