დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"ყველამ ძალიან კარგად იცის, დავით არახამია ვისთან არის დაკავშირებული პარტიულად, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი დაფრთიანებულია", ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა
„არახამიას განცხადებები მაშინაც რაღაც კონკრეტულ მომენტებს ემთხვეოდა. ახლაც ეს განცხადებები კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ორი დღით ადრეა გაკეთებული. რას ემსახურება ეს ყველაფერი ძალიან კარგად შეიძლება ამაზე იმსჯელოს საზოგადოებამ. არახამია ვისთან არის დაკავშირებული პარტიულად, ესეც ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი დაფრთიანებულია. საზოგადოებამ იმდენად ყველაფერი იცის არახამიასთან დაკავშირებით, რომ მგონი მეტი კომენტარის გაკეთება არც არის საჭირო.
შეგახსენებთ, რომ წინაზეც იყო რაღაც ბრალდებები და მერე ბოდიშიც კი არ მოუხდიათ, როდესაც ეს ბრალდებები არ დადასტურდა. უფრო მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ არ იყო ასეთი რამ, მაგრამ პრევენციისთვის დაუბრალებია თურმე ჩვენთვის რაღაც კონტრაბანდის წარმოება. კატასტროფაა ახლა ასეთი განცხადება, მით უმეტეს, როდესაც წინაზე გაქვს იგივე გაკეთებული, მტკიცებულება ვერ მოიტანე და მერე პირიქით ის თქვი, რომ მტკიცებულებაც არ გქონდა, ფაქტიც არ იყო, მაგრამ პრევენციისთვის გააკეთეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ .