პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი ქალი გვყავს. სამწუხაროდ, ისინი ტოვებენ საქართველოს. ეს სამწუხაროდ, გახლავთ ახალი ფენომენი. როგორც მოგეხსენებათ, მილიონ-ნახევარი ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ და ძალიან ბევრი მათგანი ქალია, რომელიც თავის ოჯახს სხვადასხვა ქვეყნებიდან არჩენს",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მათი წარმომადგენლობა საკმაოდ მაღალია. ქალები მრავალ დარგში არიან წარმოდგენილები - ეკონომიკა, კულტურა, მედიცინა, ასევე საგანმანათლებლო სფერო. ისინი შედარებით ნაკლებად არიან წარმოდგენილები პოლიტიკაში პოლარიზაციის, სიძულვილის ენის და სხვადასხვა სირთულეების გამო - უხეში გახლავთ ქართული პოლიტიკა და ეს არის ერთ-ერთი ახსნა, თუ რატომ არ არის ბევრი ქალი პოლიტიკაში. ქალები არიან იმ 85%-ში, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ გზას. ისინი არიან მოტივირებულები და აქტიურად აჟღერებენ თავიანთ მოსაზრებებს. მათთვის მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობა, განათლება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება - მხოლოდ და მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობს ჩვენთვის და ეს გახლავთ ევროპა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ,,ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ იმართება. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.