1744879827
გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის აუდიტის სკანდალურ დასკვნაზე: ფაქტი, რომ ლუსტრირება თვითონ ევროსაბჭოდან მომდინარეობს, ნიშნავს, რის საწინააღმდეგოდაც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და ვიღებთ ცვლილებებს გრანტების კანონში

"ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის სკანდალურ დასკვნას ეხმიანება.
„ფაქტი, რომ ლუსტრირება თვითონ ევროსაბჭოდან მომდინარეობს, რომ 7 მილიარდზე მეტი არის დახარჯული გაუმჭვირვალედ ამ ბიუროკრატიულ აპარატში, რასაც ჰქვია ევროკავშირი და ევროსაბჭო, ეს ნიშნავს, რის საწინააღმდეგოდაც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და ვიღებთ ცვლილებებს გრანტების კანონში, რომ უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, გერმანულმა მედიამ ევროკავშირის აუდიტის სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა.დოკუმენტის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე სხვადასხვა სფეროში 2021 – 2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯა. დასკვნის თანახმად, დაუდგენელია თანხის ჩარიცხვის მიზნები, ასევე უცნობია, კონკრეტულად, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ დაფინანსებას. ევროპარლამენტარ მონიკა ჰოლმაიერის განცხადებით კი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ დონეზე პროტესტებს უჭერდა მხარს, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა.