რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად თაფლს მიიღებთ
1737524393
გიორგი ბაჩიაშვილმა უნდა თქვას, რომელ ორგანიზაციაში რიცხავს თანხას და როგორ აფინანსებს იმიტომ, რომ არალეგიტიმური წყარო გამოჩნდა. აი, გამჭვირვალობის კანონს რომ ეჭიდავებოდნენ, აგერ უკვე საკუთარი პირით უთქვამს ადამიანს, რომ არალეგალურად აფინანსებს და წყაროც ძალიან საინტერესოა, - აცხადებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
მამუკა მდინარაძის თქმით, "გარედან ძალიან დიდი თანხობრივი რესურსი იხარჯება" აქციების დასაფინანსებლად.
"რამდენად ირონიულადაც არ უნდა ხმოვანდებოდეს ეს ამბავი, მას ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილის ასეულობით მილიონის მოპარვაში და ამ ფულით, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილის, "ქართული ოცნების" და საქართველოს წინააღმდეგ დააფინანსოს აქციები. როგორც ჩანს, ის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია ამ აქციებისა, თუმცა იმის ილუზიაც არ გვაქვს, რომ ის ერთადერთია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ გარედან ძალიან დიდი თანხობრივი რესურსი იხარჯება ამ აქციების დასაფინანსებლად, ვიღაცებს რომ ჰგონიათ, თითქოს თვითორგანიზებით დადიან იქ", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.