ტყუილი იყო, რომ უკრაინა NATO-ში იქნებოდა, რადგან ათწლეულები გავიდა, მაგრამ უკრაინა არ გამხდარა NATO-ს წევრი - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უბრალოდ ტყუილი იყო, რომ უკრაინა NATO-ში იქნებოდა, რადგან ათწლეულები გავიდა, ხოლო უკრაინა არ გამხდარა NATO-ს წევრი, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, თავდაპირველად ზოგიერთი სახელმწიფო ატარებდა გაუმჭვირვალე პოლიტიკას უკრაინის მიმართ და არ უჭერდა მხარს NATO-ში მის გაწევრიანებას.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და გერმანიას სუსტი პოზიცია ჰქონდათ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე რუსებთან დიალოგს აწარმოებდნენ.

თუმცა, მისი აზრით, მათ ეს დიალოგი წააგეს, რადგან ყოველთვის აპელირებენ იმაზე, რომ ოდესღაც იყო შეთანხმებები რუსეთთან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანებას არ უჭერს მხარს ოთხი ქვეყანა - აშშ, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი.

„თუმცა, ყველაფერი აშშ-ზეა დამოკიდებული. თუ ტრამპი მზად არის NATO-ში იხილოს უკრაინა, ჩვენ ვიქნებით NATO-ში. თუ პრეზიდენტი ტრამპი მზად არ არის, ჩვენ არ ვიქნებით NATO-ში“, - განაცხადა ზელენსკიმ.