რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო - ფეხბურთელის განმარტება
1728384973
ვხედავთ გააფთრებულ შეტევას იმ მიმართულებით, რასაც სააკაშვილის გეგმის რეალიზება ჰქვია, ამ გეგმაში გაერთიანებულია მოსამართლეთა გარკვეული რაოდენობაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „მათი ერთ - ერთი ხელმძღვანელი არის ყოფილი მაღალჩინოსნის - შს სამინისტროს თანამშრომლის მეუღლე".
„მიდის მუდმივი მუშაობა, რომ სასამართლოშიც როგორმე შემოიტანონ ისეთი ტენდენცია, რასაც ჰქვია ამ სისტემის პოლიტიზაცია. შავი სიების შედგენა და ამ სიაში მოსამართლეთა ჩაწერა, რომლებმაც სააკაშვილის გაგებით აწყენინეს "ნაციონალურ მოძრაობას", არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ამორალურობისა, რომელსაც მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფი მიჰყვება,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.