"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფორმულას“ ჟურნალისტის თამუნა დემეტრაშვილის სტატუსს ეხმიანება, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით მათიკაშვილის მისამართით ამბობს, რომ მისმა შვილებმა „ჯართის შეგროვების იქით შემოსავალი ვერ მონახონ“.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ქართველი ჯარის მაროდიორის, ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის მიერ დასპონსორებულ ფსევდოჟურნალისტს სინდისის ქენჯნა არასდროს შეაწუხებს, რადგან ნაცბოგანოა.
"პარლამენტარ დავით მათიკაშვილს ვითომ ამუნათებს მძარცველი კეზერაშვილის ერთ-ერთი სატელევიზიო მარიონეტი, ვინმე თამარ დემეტრაშვილი, ქომაგობს შარლატანობაში ეჭვმიტანილ ნანული ჟორჟოლიანს, გაუმძაფრდათ სასოწარკვეთილება. ქართული ჯარის მაროდიორის, ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის მიერ დასპონსორებულ ფსევდოჟურნალისტს სინდისის ქენჯნა არასდროს შეაწუხებს, რადგან ნაცბოგანოა. ამასობაში, ნანული ჟორჟოლიანის მასობრივი სოლიდარობა სადაა? თავად სექტაში ყველას არ ადარდებს მისი ე.წ. საქველმოქმედო ფონდის ბედი. ამიტომაც ეს გამწარებულნი გადასულნი არიან კოპროლალიაზე (ბერძნულად - kopros განავალი, lalia ლაპარაკი)", - წერს გია აბაშიძე.