გია აბაშიძე: გერმანიაში ლობისტების რეესტრში "საერთაშორისო გამჭვირვალობა-გერმანია" ოფიციალურადაა რეგისტრირებული, ხოლო აქ, ეკა გიგაურის კანტორა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" გაუმჭვირვალობის მედროშეა, გაიძვერობის ნიმუში

გია აბაშიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-გერმანია“ გერმანიის ლობისტების რეესტრში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული, რაც ნიშნავს, რომ ზუსტად იგივე საქმიანობითაა დაკავებული ეს ორგანიზაცია საქართველოშიც. თუმცა, აღნიშნული ორგანიზაციის საქართველოს ოფისი წინააღმდეგია ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალე იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და წინა შემთხვევების მსგავსად, ფარისევლურ შეშფოთებას გამოთქვამს და მკაცრად გმობს გრანტებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, "ნაცენჯეოები", იქნებიან ეს გიგაურის, ლომჯარიას თუ სხვათა "ნაცპარტიული" დანაყოფები, გინდ ესტონეთში დარეგისტრირდნენ, გინდ მავრიტანიაში, ჩვენს სახელმწიფოსთან ანგარიშვალდებულება მაინც მოუწევთ და საქართველოს წინააღმდეგ საგარეო სპონსორობით ვეღარ იმოქმედებენ.

„გერმანიაში ლობისტების რეესტრში "საერთაშორისო გამჭვირვალობა-გერმანია" ოფიციალურადაა რეგისტრირებული, ხოლო აქ, ეკა გიგაურის კანტორა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" გაუმჭვირვალობის მედროშეა, გაიძვერობის ნიმუში. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-გერმანია“ გერმანიის ლობისტების რეესტრში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული, რაც ნიშნავს, რომ ზუსტად იგივე საქმიანობითაა დაკავებული ეს ორგანიზაცია საქართველოშიც. თუმცა, აღნიშნული ორგანიზაციის საქართველოს ოფისი წინააღმდეგია ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალე იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და წინა შემთხვევების მსგავსად, ფარისევლურ შეშფოთებას გამოთქვამს და მკაცრად გმობს გრანტებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს. "ნაცენჯეოები", იქნებიან ეს გიგაურის, ლომჯარიას თუ სხვათა "ნაცპარტიული" დანაყოფები, გინდ ესტონეთში დარეგისტრირდნენ, გინდ მავრიტანიაში, ჩვენს სახელმწიფოსთან ანგარიშვალდებულება მაინც მოუწევთ და საქართველოს წინააღმდეგ საგარეო სპონსორობით ვეღარ იმოქმედებენ.“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.