1728933551
გელა დონაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: აქ ყოფნა არის სწორედ ის მესიჯი, რომ ჩვენ გვერდში ვუდგავართ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს სახელმწიფოს
აქ ყოფნა არის სწორედ ის მესიჯი, რომ ჩვენ გვერდში ვუდგავართ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენი აქ დგომა ნიშნავს, ჩვენი ერის გვერდში დგომას, - განაცხადა მომღერალმა გელა დონაძემ, რომელიც საჩხერეში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილეობს.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს თითოეულმა მოქალაქემ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია.
„ყველას მინდა მოვუწოდო, რომ მივიდეს არჩევნებზე და თავის პოზიცია დააფიქსიროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გვინდა, რომ ყველამ ერთად გავიმარჯვოთ, 26 ოქტომბერს ყველამ ჩვენი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ“, - განაცხადა გელა დონაძემ.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები საჩხერესა და ლანჩხუთში მიმდინარეობს.
მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ - ამ გზავნილის ირგვლივ საჩხერეში აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე, გელა დონაძე და ანუკა ცქვიტინიძე, ასევე ზუკას ბენდი გაერთიანდნენ, ხოლო ლანჩხუთში მმართველ გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ ქუჩის მუსიკოსები, მირზა მოდებაძე და ბენდი, ასევე თამთა ჭელიძე.