განვლილ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ახმოვანებდნენ და იცავდნენ არა საქართველოს ინტერესებს, არამედ ასრულებდნენ გარე დამკვეთების დავალებებს - ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

დღევანდელ საპარლამენტო სხდომაზე მეორე მოსმენით განხილულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებულ საკითხს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი, ეკა სეფაშვილი „ქრონიკასთან“ აფასებს.

„განვლილ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ახმოვანებდნენ და იცავდნენ არა საქართველოს ინტერესებს, არამედ ასრულებდნენ გარე დამკვეთების დავალებებს, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ასეთი ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმება, რადგან ეს ხალხი არავის მიერ არ არიან არჩეული. მათ აქვთ უფლება ჩაერიონ პროცესებში, მიიღონ მონაწილეობა, თუმცა მათი მონაწილეობა სავალდებულო ხასიათის არ იქნება“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა სავალდებულო აღარ იქნება.