პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიამ პირდაპირ გათქვა საკუთარი პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მელიამ თქვა, რომ ადვოკატების ტაქტიკური ნაბიჯია, თითქოს სააკაშვილს პოლიტიკა არ აინტერესებს.
როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, როდესაც საკუთარი პარტიის ლიდერს ტყუილში ამხელს იმავე პარტიის ფორმალური თავმჯდომარე, ნათლად ჩანს, თუ დონეზეა მისული მათ შორის დაპირისპირება.
„გამოვიდა მელია, სააკაშვილის პარტიის ფორმალური თავმჯდომარე და პირდაპირ გათქვა საკუთარი პარტიის ლიდერის საიდუმლო, აქედანაც ჩანს დაპირისპირება. მან თქვა, რომ ადვოკატების ტაქტიკური ნაბიჯია ის, თითქოს სააკაშვილს პოლიტიკა არ აინტერესებს და ა.შ. რეალურად, ერთმანეთი ამხილეს. საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს, აქ არის მარტივი თამაში. ამ თამაშს გაჰყვე და ამის გამო ქვეყანას პრობლემა შეუქმნა, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას რაიმე დამატებითი საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენი არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებით“,-განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, მიაჩნია, თუ არა, რომ სააკაშვილი ციხის გისოსებს მიღმა კვლავ საფრთხეა საქართველოსთვის, კობახიძემ უპასუხა: „კი არ მიმაჩნია, მთელი ამ წლების განმავლობაში ვხედავდით“.
მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციის მომწყობი არ არის და ვერც მოაწყობს.
„დღეს გამოვიდა ამ პარტიის ფორმალური თავმჯდომარე და პირდაპირ თქვა, რიგგარეშე არჩევნები, აქციები და რაღაც. ჩვენ ხომ არ ვამბობთ ამას?! ყოველდღიურად საუბრობენ. აქციებიდან რომ რიგგარეშე არჩევნებამდე მიდიხარ, ეს არის რევოლუცია, მეტი ხომ არაფერი. დღეს ხომ ნახეთ, რიხი ჰქონდა ნულის ტოლი, თვითონვე ხვდებიან, რომ არაფრის თავი არ აქვთ, რა რევოლუცია უნდა მოაწყონ. თავისთავად, მუდმივი საუბარი რევოლუციასა და უბედურებაზე რა თქმა უნდა, ქვეყანას მაინც აზიანებს, ჩვენ არა. მაინც არის ნომერ მეორე პოლიტიკური ძალა იმიტომ, რომ სამწუხაროდ, სხვებზე მეტ ხმას იღებს და მუდმივად საუბრობს რევოლუციაზე. ეს ჩვენ ვერ გვაზიანებს იმიტომ, რომ მაინც ვახერხებთ იმას, რომ ვერც რევოლუცია მოახდინონ და არჩევნებს მოვიგებთ, მაგრამ ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ასეთი დღის წესრიგის წახალისება შიდა თუ გარე ძალების მხრიდან ჩვენთვის მიუღებელია და ამის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება ვერ გვექნება“,-განაცხადა კობახიძემ.