პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საცხოვრებელი ფართის დაქირავებით უზრუნველყოფს იმ თანამშრომელს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად სხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილება უწევს.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება, პროექტის ინიციატორი მთავრობაა.
კანონპროექტის მიხედვით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაადგენს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დღეის მდგომარეობით, სხვა მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ უფლებამოსილებას 16 თანამშრომელი ახორციელებს, თუმცა საშუალოდ წლის განმავლობაში მათი რაოდენობა შეადგენს 16-24 პირს და წლიური ხარჯი საცხოვრებელი ფართის ქირისთვის დაახლოებით 80 ათასიდან 100 ათასს ლარამდეა.