თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
გორში იმ საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, რომლის შიგნით ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. შემთხვევა ევდოშვილის ქუჩაზე მოხდა.
,,სახლში ვიყავით, როცა ჩემი სახლის კედელი ჩამოინგრა. ოჯახი გადავრჩით ფაქტობრივად. თავიდან ჭრაჭუნის ხმა გავიგეთ. მერე შეგვაზანზარა. მართლა გადავრჩით'' - გვითხრა დანგრეული სახლის მფლობელმა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, სახლის მეზობლად სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს. დაწყებულია გამოძიება, რომლითაც უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია სახლის ნგრევა.
ნგრევის მაპროვოცირებელ გარემოებად მიწისძვრაც სახელდება.
