“Fara”-ს, მეშვეობით ცნობილი ხდება სხვადასხვა პოლიტიკოსების, ავანტიურისტების თუ რადიკალების ავი ზრახვები და საქმეები საქართველოს წინააღმდეგ - ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-ი აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ის ქირაობს, შემდეგ ფონდში ბიზნესმენებს 600 000 დოლარს არიცხვინებს - ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, ეხმიანება ინფორმაციას FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ ყოფილმა პრემიერმა, ნიკა გილაურმა, აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ი  დაიქირავა, რაშიც 600 000 დოლარი გადაიხადა.

ნიკოლეიშვილის განცხადებით,  ეს ყველაფერი ვითომ რაღაც „დიად სტრატეგიულ მიზნებს“ უნდა მოხმარებოდა, სინამდვილეში კი  ნიკა გილაურის პირად პიროვნულ „პიარზე“ და კიდევ ვინ იცის რაზე იყო მიმართული და სწორედ  ეს არის სხვადასხვა ფონდების, ვითომდა ჰუმანურის მაგივრად ხშირ შემთხვევაში ბინძური პოლიტიკური, კრიმინალური მიზნების განხორციელების ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტი.

„“Fara”-ს, ამერიკულ კანონს, რომ დიდი და მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს ამაზე მგონი ორი აზრი არ არსებობს, მისი საშუალებით არამარტო ფინანსური გამჭვირვალეობა, არამედ ინფორმირებულობა უზრუნველყოფილი, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გარკვეულ წილად სახელმწიფოს უსაფრთხოებაცაა დაცული. სწორედ ამ კანონის საშუალებით ვიგებთ, ვინ რაში ხარჯავს ფულს, ვინ ვის ლობირებს და რატომ და რა მიზნით. შესაბამისად “Fara”-ს, მეშვეობით ცნობილი ხდება სხვადასხვა პოლიტიკოსების, ავანტიურისტების თუ რადიკალების ავი ზრახვები და საქმეები საქართველოს წინააღმდეგ. აგერ, მაგალითად ვიგებთ, რომ ყოფილი პრემიერი, ნიკა გილაურის, კომპანია Reformatics-ი აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ის ქირაობს, შემდეგ ფონდში ბიზნესმენებს 600 000 დოლარს არიცხვინებს (ნებაყოფლობით, იძულებით, შანტაჟით თუ მუქარით ეს კიდევ სხვა საკითხია), ეს ყველაფერი ვითომ რაღაც „დიად სტრატეგიულ მიზნებს“ უნდა მოხმარებოდა, სინამდვილეში კი მის პირად პიროვნულ „პიარზე“ და კიდევ ვინ იცის რაზე იყო მიმართული. აი, ეს არის სხვადასხვა ფონდების, ვითომდა ჰუმანურის მაგივრად ხშირ შემთხვევაში ბინძური პოლიტიკური და კრიმინალური მიზნების განხორციელების ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტი. საქართველოში გამჭვირვალობის კანონის, რუსულად „შერაცხვის“ შემდეგ კი ზუსტად ამერიკული “Fara”-ს, ანალოგი და თარგმანი კანონი, რადიკალების და ავანტიურისტების ავ ზრახვებს კიდევ უფრო გააშიშვლებს, შესაბამისად სამართალდამცავებსაც ადეკვატური რეაგირება ექნება,“-წერს ნიკოლეიშვილი.