ევროსაბჭოს თითოეულ განცხადებას აქ მოჰყვებოდა არეულობა, დემონსტრაციები. დროის საკითხზე ვსაუბრობთ, რატომ 28-ში და არა სხვა დროს. იმიტომ, რომ დღეს შესაძლებლობა გვქონოდა შედარებით ნორმალურ პროცესში ვყოფილიყავით - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

ეს გამოცდილება ჩვენ გვქონდა, წინა ევროპული სამიტის თუ ევროკავშირის საბჭოს მინისტერიალების შემთხვევაში. ზუსტად იგივე სიტუაცია იყო ხოლმე, თითოეულ განცხადებას აქ მოჰყვებოდა არეულობა, დემონსტრაციები, შეხლა-შემოხლა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროსაბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდებოდა 28 ნოემბერს ხელისუფლების განაცხადი, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეჩერებას ეხებოდა. ლევან მახაშვილის თქმით, რომ არა წინასწარ გაკეთებული ეს განცხადება, ბრიუსელის გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს, ქუჩაში ვიხილავდით დემონსტრაციებს.

„დროის საკითხზე ვსაუბრობთ, რატომ 28 -ში და რატომ არა სხვა დროს. სწორედ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვქონოდა, რომ შედარებით ნორმალურ პროცესში ვყოფილიყავით და არა დიდ, მასშტაბურ დემონსტრაციულ მუხტში ყოფილიყო ეს ქვეყანა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.