„ნაცსექტა“ უნიათოა - მათ სიმართლე ყველგან წინ ეღობებათ და შედეგზე ვერ გადიან - დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ მარცხს სოციალურ ქსელში ეხმიანება. დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მცდელობა უშედეგო იყო - კანდიდატის სტატუსის არ მონიჭებას, ხელისუფლების დასანქცირებას, ეუთო/ოდირის მიერ არჩევნების არაღიარებას, ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ.

„მაიდანი" ვერ შედგა, რევოლუცია არ გამოდის, გარედან დახმარება არ ჰყოფნით, ფული არ ჭრის“, - წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ახლა არჩევნებზე ბარიერგადალახულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლის გარდა არჩევანი არ აქვს, თუმცა ეს გზაც თავად მოიჭრეს.

„ნაცსექტა უნიათოა. მათ სიმართლე ყველგან წინ ეღობებათ და შედეგზე ვერ გადიან.ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგოდ "ზრუნავდნენ" და დღეს საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორისაა. ხელისუფლების დასანქცირებას სთხოვდნენ ევროკავშირს და ვერ მიაღწიეს საწადელს, არჩევნების არაღიარებას იხვეწებოდნენ და ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა საპირისპიროა. ახლა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების იმედი ჰქონდათ და აქაც "კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ". მათი პატრონებიც რიგრიგობით "პენსიაში" გადიან."მაიდანი" ვერ შედგა, რევოლუცია არ გამოდის, გარედან დახმარება არ ჰყოფნით, ფული არ ჭრის. ისღა დარჩათ, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ აქაც "თავად მოჭრეს ის ტოტი, რომელზეც ისხდნენ". მათი უნიათობა პიკს აღწევს“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.