პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი და სვენ მიქსერი გუშინ, დღის ბოლოს მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, ადვოკატებსა და ალტერნატიული კონსილიუმის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი საზღვარგარეთ რეაბილიტაციის მოთხოვნა იყო. უფლებადამცველის განმარტებით, მათ ევროპარლამენტარებს გააცნეს არსებული მდგომარეობა და ახლა მაღალი რანგის დიპლომატებისგან ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან.
„საუბარი იყო სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაზე და იმ ჰუმანიტარულ მისიაზე, რომელიც ჩვენ ახლა უნდა შევასრულოთ. ისინი ამბობენ, რომ არავის არ აქვს სიკვდილი მისჯილი და დიახ, პრეზიდენტი სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით ქვეყნიდან გაყვანა, თუ ეს არის გამოსავალი უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე“, - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ჩალაძე.