პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევროპარლამენტარებს გავაცნობთ რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება, მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს ხვალ შეხვდება.
„ყველა თემაზე გვექნება საუბარი, ყველა თემას შევეხებით, მათ შორის ჩვენს ხედვებთან დაკავშირებით 12 პუნქტის შესრულების გეგმაზე, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა ამაზე. ჩვენ გავაცნობთ რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება, მიესადაგოს მაგალითად ოლიგარქის ცნება, ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა.
რამდენჯერმე უკვე ვთქვი და ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ბიძინა ივანიშვილს რა თქმა უნდა არ მიესადაგება ეს თემა. რატომ – ერთია თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმები, ეს არის პოლიტიკაზე, მედიაზე გავლენა და სწორედ ეს კრიტერიუმები ამ შემთხვევაში არ არის სახეზე. აქედან გამომდინარე, უკვე არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, „ხომ არ მზადდება ნიადაგი პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებისთვის“, რაზეც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა: „ბიძინა ივანიშვილმა თავისი ნებით მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ“.