რა დაავადებებზე შეიძლება მიუთითებდეს ხშირი მთქნარება
1734970963
"ჩვენ ვთქვით, რომ ეს გადაწყვეტილება ისედაც ჩვენს ხელში არ არის, ევროკავშირს შეუძლია, ნებისმიერ მომენტში მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ჩვენ მყისიერად მზად ვართ და ამაზე პრემიერმა არა ერთხელ საჯაროდ დააფიქსირა, რომ მზად არის იმავე დღეს ხელი მოაწეროს მოლაპარაკებების გახსნას," - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ "დღის კურიერის" ეთერში გააკეთა.
როგორც მან თქვა, საქართველო არის უდიდესი წნეხისა და შანტაჟის ქვეშ, როდესაც ჯერ კანდიდატის სტატუსის მონიჭება გამოიყენებოდა ქვეყნის შანტაჟისთვის, ახლა მოლაპარაკებების გახსნა.
"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ გადატვირთვის პოლიტიკა არის აუცილებელი. ჩვენ ამისთვის ღია ვართ და ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა არა ერთხელ საჯარო განცხადება გააკეთა. რაც შეეხება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას, ჩვენ არ შეგვიჩერებია ეს მოლაპარაკებები, რეალურად რომ ვთქვათ, ეს მოლაპარაკებები და ზოგადად, გაწევრიანების პროცესი გრძელდება, გამომდინარე იქიდან, რომ ასოცირების შეთანხმება ძალაშია და ჩვენ ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
გაფართოების შესახებ ანგარიშში საქართველოზე იყო სპეციალური ანგარიში წარმოდგენილი, რაც ასევე მიუთითებს იმ პროცესს, რომ ეს პროცესი არ გაჩერებულა და ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნის საქართველოს შესახებ ინფორმაციას წარადგენს და უკვე წარდგენილია ამ ანგარიშში. ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით და ღიად ვთქვათ, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ 2028 წლამდე ჩვენ არ დავაყენებთ საკითხს მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, უკავშირდება იმას, რომ სამი წლის განმავლობაში, საქართველო არის უდიდესი წნეხისა და შანტაჟის ქვეშ, როდესაც ჯერ კანდიდატის სტატუსის მონიჭება გამოიყენებოდა ქვეყნის შანტაჟისთვის, ახლა მოლაპარაკებების გახსნა. ამიტომ, ჩვენ ვთქვით, რომ ეს გადაწყვეტილება ისედაც ჩვენს ხელში არ არის, ევროკავშირს შეუძლია, ნებისმიერ მომენტში მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ჩვენ მყისიერად მზად ვართ და ამაზე პრემიერმა არა ერთხელ საჯაროდ დააფიქსირა, რომ მზად არის იმავე დღეს ხელი მოაწეროს მოლაპარაკებების გახსნას. მით უმეტეს, ვხედავთ, რომ რამდენიმე კანდიდატმა ქვეყანამ უკვე მიიღო მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირისგან, და თუ ჩვენ შევადარებთ იმ შედეგებს, რეფორმებს, რომელიც საქართველოს აქვს იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიიღეს მოლაპარაკებების გახსნაზე გადაწყვეტილება, საქართველო არის რამდენჯერმე წინ, ბევრად წინა რის რეფორმების და შედეგების თვალსაზრისით. შესაბამისად, ფიქსირდება ორმაგი სტანდარტებით ურთიერთობა." - აცხადებს გივი მიქანაძე.