1696234801
ეუთოს გენმდივნის საქართველოში და ვიცე-პრემიერის ვაშინგტონში ვიზიტებმა ოპოზიციის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნას უფრო მკვეთრი ხაზი გაუსვა - ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტსა და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ვაშინგტონში ვიზიტს ეხმიანება.
როგორც ანანიძე აღნიშნავს, ზემოთ ხსენებულმა ვიზიტებმა ოპოზიციის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნას უფრო მკვეთრი ხაზი გაუსვა.
"ეუთოს გენმდივნის საქართველოში და ვიცე პრემიერის ვაშინგტონში ვიზიტებმა, "ოპოზიციის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნას" უფრო მკვეთრი ხაზი გაუსვა", - წერს ცოტნე ანანიძე.