ჩვენ არ ვხვდებით არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არ იცავს დემოკრატიულ პრინციპებს საქართველოში" - გიორგი ბუტიკაშვილი

გიორგი ბუტიკაშვილი

"ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, რომ ასეთი შეხვედრები მხოლოდ ხელს უწყობს "ქართული ოცნების" ე.წ. ლეგიტიმაციის მოპოვებას", - ეს განცხადება კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრებთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, მისი კოალიციის წევრები არ ხვდებიან არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ პრინციპებს არ იცავს.

"ამიტომ, ჩვენი პროტესტი გამოხატულია სწორედ ამ მიმართულებით - ჩვენ არ ვხვდებით არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არ იცავს დემოკრატიულ პრინციპებს საქართველოში, რომელიც ხმამაღლა არ საუბრობს იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში ხდება და აძლიერებს "ქართული ოცნების" პროპაგანდისტულ ნარატივს," - აცხადებს ბუტიკაშვილი.