არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მიიღეს დავალება, რომ ახლა არ ივარგებდა, ეუთოს გენმდივანს არ შეხვედროდნენ და ახლა ცდილობენ ასეთი შეხვედრა მოაწყონ

არჩილ გორდულაძე

"ქართული ოცნების" წევრი, არჩილ გორდულაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ დავალება "გარე ძალებისგან" მიიღო და ამიტომაც იძულებული გახდა, ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა მოეწყო.

"კოლექტიური "ნაცმოძრაობა" წინა დღეებში პირდაპირ შეურაცხყოფებით იყო გამორჩეული გენერალური მდივნის მიმართ და ახლა ცდილობენ, რომ შეხვდნენ და შეცვალეს მათი პოზიცია.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ადამიანები არიან პირდაპირ დავალების მიმცემებისგან მართულები. მიიღეს დავალება, რომ ახლა არ ივარგებდა, რომ ეუთოს გენმდივანს არ შეხვედროდნენ და ამ დავალების შესასრულებლად ახლა ცდილობენ, რომ ასეთი შეხვედრა მოაწყონ", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.