„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კონფლიქტოლოგთან, გიორგი კანაშვილთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისთვის უპირველესი ამოცანა საბჭოთა კავშირის აღდგენაა, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებს.
„უკრაინაში რუსეთის ომმა შეცვალა მსოფლიო. ეკონომიკურ და სხვა პრობლემებზე, რაც ამას მოჰყვება, არ ვისაუბრებ, ვიტყვი პოლიტიკურად: არის განვითარებული მსოფლიო და არის პუტინი. ყველამ კარგად დაინახა, თუ კი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, განსაკუთრებით ევროპაში, რომ ამოსავალი პუტინისთვის და პუტინის რუსეთისთვის არის საბჭოთა კავშირის რეანიმაცია და აღდგენა. არ აქვს აზრი, როგორ დათმობაზეც არ უნდა წახვიდე მოლაპარაკებების პროცესში, იმ ამოცანის მისაღწევად რუსეთი ყველაფერს გააკეთებს.
ამ ომით მოხდა პოლიტიკის ძირფესვიანი შემოტრიალება, იგივე გერმანიის დღევანდელი პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რაც იყო თუნდაც ერთი წლის წინ. ეს ცვლილება მოხდა. ეს იყო საბედისწერო შეცდომა რუსეთისთვის, პუტინისთვის. ის ამ ომში დამარცხდება, მაგრამ ამას სჭირდება დრო, ეს სწრაფად არ მოხდება", - განაცხადა ალასანიამ.