ეს ადამიანები არიან მოძალადეები, თუ არ ხარ მათიანი, ხარ მათი მტერი, სამშობლოს მტერი. გაგანადგურებენ, მორალურად და ფიზიკურად, არ დაგინდობენ არც ერთ შემთხვევაში - ცაგარეიშვილი For.ge-ს ჩანაწერებზე

გია ცაგარეიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ცაგარეიშვილი For.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ადამიანები არიან მოძალადეები, ისინი ვერ იტანენ თავისუფალ ადამიანს, სხვანაირად მოაზროვნე ადამიანს ამ ქვეყანაში.

„თუ არ ხარ მათიანი, თუ არ ფიქრობ ისე, როგორც ონიანი, გვარამია ან ხაბეიშვილი ფიქრობს, ხარ მათი მტერი, სამშობლოს მტერი. გაგანადგურებენ, მორალურად და ფიზიკურად, არ დაგინდობენ არც ერთ შემთხვევაში - ეს არის მათი ხელწერა. ეს ზნე ვერ გამოისწორეს - არ დატოვეს არც ერთი პროფესიის ადამიანი, ჩვენი საზოგადოების არც ერთი ღირსეული წარმომადგენელი, რომ არ გაელანძღათ და მტრად არ შეერაცხათ“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.