სიმპტომები, რომლებიც ღორის გრიპს ახასიათებს - როდის უნდა მივმართოთ აუცილებლად ექიმს
1766250478
სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 21 წლის ახალგაზრდას დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. მას განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაიწყო, რომელიც 25 წლის მამაკაცის მკვლელობით დასრულდა. ცივი იარაღით დაჭრილია კიდევ რამდენიმე პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გრძელდება ძიება დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.