ქალმა სადოქტორო ნაშრომი მშობიარობის დღეს დაიცვა

ქალი

ქალმა სადოქტორო ნაშრომი მშობიარობის დღეს დაიცვა. მას შემდეგ, რაც ტამია როდრიგესს გოგონა შეეძინა, 3 საათში იგი აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, Zoom-ის დახმარებით, კომისიის წინაშე წარდგა და საკუთარი ნაშრომის პრეზენტაცია ჩაატარა. საბჭომ მას დოქტორანტის ხარისხი ოფიციალურად მიანიჭა.

ტამია ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე რატგერსის უნივერსიტეტში სწავლობდა. სადოქტორო საფეხურზე მისი კვლევითი ინტერესები ფერადკანიანი ქალების საზოგადოებრივი და სოციალური სირთულეების შესწავლასა და მათი დაძლევის გზებზე იყო ფოკუსირებული.

„პროგრამაზე ჯამში 6 წლის განმავლობაში ვსწავლობდი - პირველი ორი წელი მაგისტრატურის ხარისხის მოპოვებას დავუთმე, შემდეგ კი სწავლა უმაღლეს საფეხურზე გავაგრძელე. ისე მოხდა, რომ სადოქტორო თეზისის დაცვა მშობიარობის დღეს დაემთხვა. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ჩემი გოგონა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა და საფრთხე არც ერთს გვემუქრებოდა, ოჯახის წევრებს ვთხოვე, ლეპტოპი მოეტანათ. ზუმი გავხსენი და კომისიის წინაშე გამოვცხადდი. სამშობიაროს სრულიად ახალი ცხოვრებით დავტოვებ - ჩემი შვილითა და დოქტორანტურის ხარისხით", - ამბობს იგი.