„თავზარდამცემი ამბავია, ბიჭების დედა თურქეთში მუშაობს, გზაშია..." - რა დეტალები ხდება ცნობილი სენაკში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

მკვლელობა

სამეგრელოში სისხლიანი გარჩევა 25 წლის თორნიკე გოგიას მკვლელობით დასრულდა. სენაკში, გორის ქუჩაზე გოგიებს საკუთარ სახლში თავს დანით შეიარაღებული პირები გვიან ღამით დაესხნენ.

ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, კიდევ 3 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთ-ერთი მოკლულის ძმაა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა თავდამსხმელმაც.

მოკლული ახალგაზრდა, ექსპერტიზის შემდეგ, სახლში გადაასვენეს. დაჭრილები კი ქუთაისის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

გარდაცვლილ ახალგაზრდას ემოციურად ემშვიდობებიან.

"ჩემო სიცოცხლე ბიჭო, ჩემო თბილო, ჩემო იმედიანო ისედაც სულ მენატრებოდი, ეხლა სად გეძებო. როგორ მიყვარხარ თოკო, როგორ მიყვარხარ!!! როგორ გავუძლო ამ ტკივილს ჩემო გამორჩეულო, ჩემო ანგელოზო."

ბიჭების დედა აფხაზეთიდან არის და საზღვარგარეთ დადიოდა სამუშაოდ. ამჟამადაც თურქეთში იმყოფებოდა და სწორედ იქ გაიგო ეს თავზარდამცემი ამბავი. ახლა დედა მოდის, გზაშია და ამ მწარე რეალობის წინაშე დადგა ეს ოჯახი. ალექსის ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ქუთაისში წევს და როგორც მითხრეს, გადარჩება. ღმერთმა გადაარჩინოს, გული მეწვის, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან მორიდებული და მშრომელი ბიჭია, მხოლოდ კარგი შემიძლია მასზე ვთქვა. თორნიკეც კარგი ბიჭი იყო. ამბობენ, თითქოს საზღვარგარეთ მყოფი მათი ძმის გამო მოუხდათ კონფლიქტი. არ ვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ ძმასთან კონფლიქტის გამო მის ძმებს რატომ გაუსწორდნენ ასე სასტიკად? ძმები რა შუაში იყვნენ? ყველაზე უფროსია ალექსი, 27 წლის და მათი ნაბოლარა და ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა“,- ამბობს „კვირის პალიტრასთან“ წყარო.

 

 

ასევე ნახეთ: ვინ არის სენაკში მოკლული 25 წლის ახალგაზრდა - დაჭრილია ოჯახის კიდევ ერთი წევრი