ერთი წელი როგორ არ დამაცადა ღმერთმა, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა - მიხეილ სააკაშვილი ლაზიკას მშენებლობაზე

მიხეილ სააკაშვილი

ერთი წელი როგორ არ დამაცადა ღმერთმა, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა, ლაზიკა და ამერიკული ტექნოლოგიები ამემუშავებინა, მაგრამ არაუშავს, ყველაფერი წინ არის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„ლაზიკა აუცილებლად იქნება. მთელი მსოფლიოდან თავის კაპიტალს ჩადებენ ქალაქ ლაზიკაში. ლაზიკა იქნება დიდი ქალაქი, სადაც მინიმუმ 3-4 წელიწადში ჩაიდება 5 მილიარდი დოლარი. მე ეს ვიცი ზუსტად. ეს გეგმები 2013 წლიდან დამიპაუზეს. მე წამართვეს ლაზიკა, მეორედ უკვე ხაზარაძეს წაართვეს, ეს მოგვიანებით ისტორია იყოს. ერთი წელი როგორ არ დამაცადა ღმერთმა, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა, ლაზიკა და ამერიკული ტენქოლოგიები ამემუშავებინა, მაგრამ არაუშავს, ყველაფერი წინ არის“, - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.