„სიყვარულის ბიჭი აღარ არის... უდიდესი ტრაგედიაა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1747424560
„ერთ მუშტს მოიქნევთ?! ათი მოგხვდებათ!“ - აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მიერ კოლეგის, მამუკა მდინარაძისთვის სახეში მუშტის ჩარტყმაზე პასუხად.
„მერვე წელია პარლამენტის წევრი ვარ, ამ კედლებსაც, ქუთაისის კედლებსაც ბევრი რამ უნახავს, მაგრამ არც ჩვენ და არც ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს არ უნახავს, ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად, არაკაცურად მიპარვოდეს გამომსვლელს გამოსვლის პერიოდში და მისთვის გაერტყას“, - თქვა დავით მათიკაშვილმა სამშაბათს, 16 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მათიკაშვილმა ელისაშვილის ქმედებას „ლაჩრობა“ და „არაკაცობა“ უწოდა და თქვა, რომ მან „სათანადო პასუხი მიიღო“.
„ყველა რადიკალი გაფრთხილდეს! როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ, ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ?! ათი მოგხვდებათ!“ - თქვა მათიკაშვილმა.