პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერი, კახა კლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, საბჭოთა რეჟიმმა სულით გაუტეხელი ადამიანები შეიწია.
„დღეს ეროვნული გმირის, გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა. ქართველი გენერალი, როგორც საკუთარ თავს უწოდებდა, სიცოცხლის ბოლომდე საქართველოსა და ქართული საქმის ერთგული დარჩა, იმის მიუხედავად, რომ ეროვნული ინტერესის დაცვა ურთულეს ვითარებაში უწევდა.
სამწუხაროდ, ვერც ის გადაურჩა სასტიკ საბჭოთა რეპრესიებს, რაც მოსალოდნელიც იყო. საბჭოთა რეჟიმმა ხომ საუკეთესო ქართველები შეიწირა - სულით გაუტეხელი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ტყვიით გააჩერეს.
ჩვენ ამ ვაჟკაცების მემკვიდრეები ვართ. ჩვენი ვალია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და წინ წამოვწიოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რადგან სწორედ ამისთვის იბრძოდნენ ისინი და მის დაცვას შეეწირნენ“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.