პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის მერია მეტეხის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ვიწყებთ მეტეხის ხიდის რეაბილიტაციას, რომლის განხორციელებაც დაახლოებით 2 მილიონი ლარი ჯდება. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონების ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება.
ასევე, დაგეგმილია ფასადებისა და თაღების გამაგრება და დამუშავება. გარდა ამისა, ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად იქნება განახლებული.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, მეტეხის ხიდის არეალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა პერიოდულად და ნაწილობრივ შეიზღუდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაციას წინასწარ მოგაწვდით. სამუშაოების დაწყება დაახლოებით 10 დღის ვადაში იქნება შესაძლებელი“, - თქვა კალაძემ.