პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"სამარცხვინო ბრალდება იყო უკრაინის მხრიდან გაჟღერებული და კეთილი ინებონ და თუ რაიმე მტკიცებულებები გააჩნიათ, წარმოადგინონ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
„მე ყველაფერი მესმის, რომ ქვეყანა ომშია. ყველანაირად თავს ვიკავებთ, რომ რაღაცა კომენტარი გავაკეთოთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ და არა ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან საერთაშორისო პლატფორმებზე მიღებული და ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ღიად აღნიშნავენ, მაგრამ ის სამარცხვინო განცხადებები, რაც მოდის ბოლო დღეების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია.
ასეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, არაფერი აღარ მჯერა მაგათი. კეთილი ინებონ და მტკიცებულებები წარმოადგინონ.საქართველოში არსებობს კანონები და კანონების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანქციებში მყოფი კომპანიები, რა თქმა უნდა, საქართველოში ვერანაირ მოღვაწეობას ვერ შეძლებენ," - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა საქართველოს ელჩისგან ელის მტკიცებულებებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.