Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც მიმდინარეობს, ტრაგიკომედიაა.
მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენია, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა, რომელთაც ბინძური მეთოდები გამოიყენეს, ერთ პარტიაში გააგრძელონ თანაცხოვრება.
„პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც მიმდინარეობს, ტრაგიკომედიაა. თუ გავითვალისწინებთ, როგორი ბინძური მეთოდებით იბრძვიან პარტიის შიგნით, ეს იქნება კომპრომატების ომი, თუ ფარული ჩანაწერები, სავარაუდოდ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რასაც აქამდე ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება. ძნელად წარმოსადგენია, ორი დაპირისპირებული მხარე, რომელთაც ერთმანეთის მიმართ ასეთი ბინძური მეთოდები გამოიყენეს, მომავალში ერთ პარტიაში გააგრძელონ თანაცხოვრება.
ეს ყველაფერი დამღუპველია „ნაცმოძრაობისთვის“, მაგრამ ძალიან კარგია სახელმწიფოსთვის. იმის გარდა, რომ ეს გუნდი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობს და პარაზიტობს, სხვა ვერაფერი დავინახეთ“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.