„ძალიან სამწუხარო და შემაძრწუნებელია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს ერჩის, რათა ეს დესტაბილიზაციის სცენარი არ შეჩერდეს და განვითარდეს“ - გია ვოლსკი

გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ძალიან სამწუხარო და შემაძრწუნებელია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს ერჩის, რათა ეს დესტაბილიზაციის სცენარი არ შეჩერდეს და განვითარდეს.

მისი განმარტებით, თვითონ მაკრონი სერიოზულ პრობლემებს განიცდის და მისი რეიტინგი ძალიან დაბალია.

"საოცრებაა, თითქოს არ იცის, რომ ბიულეტენის ჩაყრა მოხდა. ეს აღიარებულიც არის, ის ადამიანი დაიჭირეს კიდეც და ამასთან დაკავშირებით გამოძიებაც მიმდინარეობს. ეს ყველაფერი იცის, მაგრამ ძალიან სამწუხარო და შემაძრწუნებელია, რომ ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა ძალიან დაბალ რეიტინგიანი ჩვენ ქვეყანას ერჩის, რათა ეს დესტაბილიზაციის სცენარი არ შეჩერდეს და განვითარდეს. თვითონ რეიტინგი 12 პროცენტამდე ჩამოუვიდა, ხელისუფლება ვერ შეკრიბა, მთავრობა ვერ შეადგინა. სერიოზულ პრობლემებს განიცდის. საფრანგეთში მიტინგებზე ახლახან 11 ადამიანი მოკლეს შეტაკებების დროს, 200 ადამიანი მძიმედ დაშავდა და ამ ვითარებაში ჩვენს პატარა ქვეყანას ერჩის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.