1746686816
მამუკა მდინარაძე: [„ქართული ოცნების“] მთავარი მიზანი არის საკუთარი სამშობლო და მისი მსახურება - პარტიული მიზნები დაკავშირებულია ბრძოლასთან და ეს ბრძოლა არის საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლა, რომ გარედან ვერ გიმართონ შენი ქვეყანა

[ქართული ოცნების] მთავარი მიზანი არის საკუთარი სამშობლო და მისი მსახურება,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტიის მთავარი მიზანი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით არის ის, რომ ქართველმა ხალხმა, მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილებები საქართველოში და არა გარედან დანიშნულმა ვიღაც ადამიანებმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პარტიული მიზნები სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პარტიული მიზნები ასოცირებული და დაკავშირებულია ბრძოლასთან და ეს ბრძოლა არის საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლა.
„მისი გაერთიანება პერსპექტივაში ყველამ ვინატროთ, რომ ახლო ვადიანში, მაგრამ ეს რთული ამბავია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ნებისმიერ საშუალო ვადიან პერსპექტივაში უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ამას ხშირად, შემთხვევით არ ვახსენებ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, გადაწყვეტილებებზე, ქართველმა ხალხმა და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა გარედან დანიშნულმა ვინმე ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში, ეს არის უპირველესი. ამაზეა დამოკიდებული ქვეყნის გამთლიანება, არა მხოლოდ გაერთიანება, არამედ გამთლიანება, ხალხის გამთლიანება, ტერიტორიების გაერთიანება, ჩვენი აფხაზი, ოსი დებისა და ძმების წინაშე ვალდებულება შერიგების, მათიც და ამავდროულად ჩვენი ვალდებულებაც, უნდა შევრიგდეთ მივუტევოთ ერთმანეთს, მხოლოდ შერიგების, მშვიდობის გზით გავაერთიანოთ ეს ქვეყანა და განვვითარდეთ. საამაყოა, ბუნებრივია და ეს არის ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ შორის მიმდინარე საკითხების წინაშე პასუხისმგებლობა, რომ როგორც დღეს ვართ ევროპაში პირველები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ამის გამეორება ბევრს არ უნდათ ხოლმე, იმიტომ რომ, აქედან მერე რთული გამოდის ოპოზიციონერობა, დავარქვათ ამ შემთხვევაში ყველაზე რბილად. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეს არის, კეთილდღეობა ამ ხალხის მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი, როდესაც სიღარიბის შემცირებაზე ვსაუბრობთ და მაინც რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი გრჩება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აქ არ შეიძლება კმაყოფილება არავითარ შემთხვევაში, მაგრამ როდესაც იცი, რომ ტემპი და დინამიკა ისეთია, რომ ევროპაში ვართ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე, ეს არის მომავალში მაქსიმალური კეთილდღეობის საფუძველი. ეს მარტივი ამბებია, რომელ მარტივ ამბავსაც უნდა სწორი შეფასება, მათ შორის, დაფასება და სწორედ, პარტიული მიზნებიც ამაში მდგომარეობს, რომ პარტიული მიზნები ასოცირებული და დაკავშირებულია ბრძოლასთან და ეს ბრძოლა არის საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლა, რომ გარედან ვერ გიმართონ შენი ქვეყანა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.