„ჩანს, რომ ხავსს ეკიდებიან, თითქოს „მეგობარი აქტი“ არ იქნება მიღებული და ხელმოწერილი პრეზიდენტ ტრამპის მიერ, ამასაც ნახავენ“ - გიორგი ბარამიძე

გიორგი ბარამიძე

უკვე მეორედ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე - მეცხრე ყრილობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დაამტკიცეს. ის პრემიერ-მინისტრობასთან ერთად სახელისუფლებო პარტიას უხელმძღვანელებს.

პარტიული შეკრების შემდეგ გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ საკადრო გადაწყვეტილებები სურათს არ ცვლის. "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის თქმით, "ქართული ხელისუფლება" ხავსს ეკიდება.

„ჩანს, რომ ხავსს ეკიდებიან, თითქოს აშშ-ში კვლავ კობახიძის და ივანიშვილის ჭკუაზე გაივლის ვინმე და "მეგობარი აქტი" არ იქნება მიღებული და ხელმოწერილი პრეზიდენტ ტრამპის მიერ. ამასაც ძალიან კარგად ნახავენ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

„გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, "ოცნება" თვის გადაწყვეტილებებით მიზანმიმართულად ტოვებს ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე.

„ეს თავიდან ბოლომდე მისი პროპაგანდისტული პოლიტიკის ნაწილია. იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც ის აწარმოებს ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ. ბუნებრივია, ჩვენ ვერანაირ მშვიდობაზე ვერ ვისაუბრებთ იმ ქვეყანაში, რომელსაც "ოცნება" მიზანმიმართულად ტოვებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე. რა კეთილდღეობაზე შეიძლება იყოს საუბარი იმ ქვეყანაში, საიდანაც ყოველდღიურად გარბიან ადამიანები", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.