„გიორგი მამარდაშვილზე რატომ აგიგორეს ჭორი...“ - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს
1744832942
ძალიან მძიმე მოსასმენია რასაც იქ ვისმენთ, რასაც ახალგაზრდები ისმენენ, თუმცა ეს აუცილებელია, ვინაიდან სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ რეჟიმს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით.
ლევან მაჭავარიანის თქმით, ვისაც არ ახსოვს ეს ყველაფერი, გადამეორების კარგი საშუალებაა.
„ეს ყველაფერი შექმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ შეიკრას მტკიცებულებები, ფაქტები, რათა კომისია როგორც კი მუშაობას დაასრულებს, ამ ყველაფერზე დაყრდნობილი რეკომენდაცია პროკურატურას, შესაბამის უწყებებს გადასცეს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
დღეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუტა რობაქიძის მკვლელობა იქნება.