დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები - ირაკლი კობახიძე

 ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში წერს, დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები.

„გულწრფელად ვულოცავ დონალდ  ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას.მისმა ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები.პრეზიდენტო ტრამპ,  წარმატებებს გისურვებთ ამ მნიშვნელოვან გზაზე!“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.