„დიპლომატს აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი... ვერაფერ დაუშვებელს ვერ ვხედავ იმაში, რომ ფიშერს აქვს კომენტარი ამასთან დაკავშირებით“ - გრიგოლ გეგელია

გრიგოლ გეგელია

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მოულოდნელი მოგებაა, კოალიცია "ძლიერ საქართველოში" გამოეხმაურნენ.

კოალიციის წევრი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ დიპლომატმა საკუთარი აზრი გამოხატა და ამაში მიუღებელი არაფერია.

"დიპლომატს აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი. ამავე დროს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლო სახელმწიფოს წარმომადგენელი საქართველოში, რომელსაც აქვს ჩადებული ძალიან დიდი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ამიტომ, მე ვერაფერ დაუშვებელს ვერ ვხედავ იმაში, რომ ფიშერს აქვს კომენტარი ამასთან დაკავშირებით", - აცხადებს გეგელია.