პრეზიდენტმა დიპლომატებთან საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა
1732805477
პოლიტიკოსი და დიპლომატი გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას თაობაზე პოსტს აქვეყნებს.
როგორც ბარამიძე აღნიშნავს, შთამომავლობით, ჯიშ-მოდგმა-ფსიქოტიპით მოღალატეთა ზნე უცვლელია და სამშობლოს საზიანოდ უცხო ქვეყნებში წოწიალი და საკუთარი ქვეყნის დაბეზღება, პოლიტიკოსობას ამოფარებულ აგენტ- პროვოკატორთა სარფიან საქმედ არის ქცეული.
„ისტორია მეორდება... შთამომავლობით, ჯიშ- მოდგმა-ფსიქოტიპით მოღალატეთა ზნე უცვლელია..
შენი სამშობლოს საზიანოდ უცხო ქვეყნებში წოწიალი და შენივე ქვეყნის დაბეზღება( ადრე:-ქართველებს მეზარბაზნეები აღარ ჰყავთ.., ახლა:-არჩევნები გაყალბდა..), პოლიტიკოსობას ამოფარებულ აგენტ- პროვოკატორთა სარფიან საქმედ ქცეულა !!! დიახ, ისტორია მეორდება, მაგრამ მეორდება თავისი მკაცრი გარდუვალობით... მოღალატე, მოღალატედ რჩება, ხოლო საქართველო კი მარადჟამს გამარჯვებული!“, - წერს გიგლა ბარამიძე.