საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1759523717
დღეს თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მერს აირჩევს და ამავე რაოდენობის საკრებულოს დააკომპლექტებს.
საარჩევნო უბნები ზუსტად დილის რვა საათზე გაიხსნება და მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად დრო საღამოს რვა საათამდე ექნებათ. უკვე მეორედ არჩევნები, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.
ხმის მიცემა ელექტრონულად შესაძლებელი იქნება 3061 საარჩევნო უბანზე, 777 უბანზე კი კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება. შესაბამისი ინვენტარით უკვე უზრუნველყოფილია ყველა უბანი.
არჩევნების მიმდინარეობას ქვეყნის მასშტაბით 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება. მათ შორის არ იქნება ეუთო/ოდირი. ორგანიზაციამ ქვეყანაში მისიის არ გამოგზავნის მიზეზად დაგვიანებული მიმართვა დაასახელა.