პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს მამუკა მდინარაძის ოჯახი, ხვალ სხვისი, ზეგ ... როდემდე შეიძლება ვიქცეთ ფეიკ ინფორმაციის სამიზნედ?! არხს როგორ შეიძლება რამეზე ჰქონდეს პრეტენზია, როცა მედიაფეიკს ყველაზე მძლავრ დისკრედიტაციის იარაღად აქცევს მართალი ადამიანებისთვის, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
თამთა მეგრელიშვილის თქმით, "ფეიკ ნიუსის“ პირობებში გამოხატვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს და ამისთვის საჭიროა კანონი.
„მედიაწიგნიერებაზე ვესაუბროთ ვის?! მთავარ არხს და ტვ პირველს?! მედიაწიგნიერების ტესტი ჩავუტაროთ ვის?! მათ ჟურნალისტებს?! ფაქტია, რომ საქართველოსთვის მეტისმეტია იმ მედიათა არსებობა რომელიც, ერთ პრიმიტიულ ტერმინში აქცევს ისეთ კომპლექსურ პრობლემებს, როგორიცაა დეზინფორმაცია, მცდარი ინფორმაცია, არაობიქტური გაშუქება, არაზუსტი გაშუქება და ა.შ. არხს როგორ შეიძლება რამეზე ჰქონდეს პრეტენზია როცა მედიაფეიკს ყველაზე მძლავრ დისკრედიტაციის იარაღად აქცევს მართალი ადამიანებისთვის?! მე როგორც იურისტი ვამბობ, რომ "ფეიკ ნიუსის“ პირობებში გამოხატვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს და ამისთვის საჭიროა კანონი. დღეს მამუკა მდინარაძის ოჯახი, ხვალ სხვისი, ზეგ ... როდემდე შეიძლება ვიქცეთ ფეიკ ინფორმაციის სამიზნედ?! გასაგებია, რომ არგუმენტირებული პასუხი ფეიკ ნიუსებზე ყველაზე ადვილი გასაცემია, მაგრამ ხართ კი ამის ღირსი?! ისე, ყოველ ჯერზე თქვენი მხილება თქვენივე მედიარეპუტაციას ლახავს. კითხეთ თქვენ თავს თქვენგან რატომ გარბი-გამორბიან უკანონო დავალებებით დაბნეული ახალგაზრდა ჟურნალისტები. რატომ გირტყამთ ხალხი ქუჩაში და რატომ გაგინებთ უკანასკნელი სიტყვებით. რატომ წკმუის თქვენი მფლობელი სულ პანღურამორტყმული ძაღლივით. კითხეთ!!! - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.