დავით მათიკაშვილი: ისევე როგორც 36 წლის წინ, დღესაც ჩვენ ვხედავთ, რომ უცხოური ძალა ცდილობს მაქსიმალურად არ დაუშვას ჩვენი ეროვნული ღირსებით სავსე მტკიცე ნაბიჯები

დავით მათიკაშვილი

 რადიკალურ ოპოზიციას, მათ დავალების მიმცემებს, უცხოურ ძალას ნამდვილად არ აწყობთ ქვეყნის ერთიანობა, ერის სიმტკიცე და კონსოლიდაცია. როგორც ეს იყო 36 წლის წინ, როდესაც უცხოურმა ძალამ მომიტინგეთა დარბევა მოახდინა რუსთაველის გამზირზე, დღესაც ჩვენ ვხედავთ, რომ უცხოური ძალა ცდილობს მაქსიმალურად არ დაუშვას ჩვენი ეროვნული ღირსებით სავსე მტკიცე ნაბიჯები, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

„9 აპრილი გახლავთ ერთი მხრივ ტრაგიზმით და მეორე მხრივ ღირსებით აღსავსე დღე. დღე, რომელიც იყო, არის და დარჩება ერის ერთიანობის, კონსოლიდაციის დღედ და ხსოვნად იმ თავისუფლების სამსხვერპლოზე შეწირული ადამიანებისა და მოითხოვს სწორედ იმას, რომ ერი ყველა გამოწვევის წინაშე იყოს ერთიანი და მტკიცე, რაც, რა თქმა უნდა, რადიკალებს, რადიკალურ ოპოზიციას, მათ დავალების მიმცემებს, უცხოურ ძალას ნამდვილად არ ეპიტნავება, არ აწყობს ქვეყნის ერთიანობა, არ აწყობს ერის სიმტკიცე და კონსოლიდაცია და როგორც ეს იყო 36 წლის წინ, როდესაც უცხოურმა ძალამ მომიტინგეთა დარბევა მოახდინა თბილისში რუსთაველის გამზირზე, დღესაც ჩვენ ვხედავთ, რომ უცხოური ძალა ცდილობს მაქსიმალურად, რომ არ დაუშვას ჩვენი ეროვნული ღირსებით სავსე მტკიცე ნაბიჯები. ცდილობენ, რომ არეულობა, დისონანსი, ის მდგენელი შემოტანონ, რომელიც ნამდვილად არ ეკადრება ქართველ ხალხს და ქართველ ერს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

საპროტესტო აქცია 9 აპრილის მემორიალთან აგრესიითა და პროვოკაციით მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მემორიალთან მისვლის და გარდაცვლილთა ხსოვნისთვის პატივის მიგების საშუალება გლდანის რაიონის მაჟორიტარს, კოტე ზარნაძეს არ მისცეს.

„ქართული ოცნების“ წევრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.