"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომელიც „ფარას“ მოქმედების ჭრილში არის ცნობილი საზოგადოებისთვის. კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია და რაოდენ აუცილებელია, რომ სახელმწიფოში მოქმედებდეს გამჭვირვალეობის შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, რომელიც ეხმიანება ინფორმაციას FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ ნიკა გილაურმა აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავებაში 600 000 დოლარი გადაიხადა.
„მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომელიც „ფარას“ მოქმედების ჭრილში არის ცნობილი საზოგადოებისთვის. კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია და რაოდენ აუცილებელია, რომ სახელმწიფოში მოქმედებდეს გამჭვირვალეობის შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე. ისეთი, როგორიც მოქმედებს ამერიკაში, რამეთუ რომ არ იყოს ეს შეერთებულ შტატებში მოქმედი საკანონმდებლო დანაწესები, ჩვენ ვერ გავიგებდით იმის შესახებ, რომ თურმე პირი, რომელიც თითქოს ამბობდა, საზოგადოებას ატყუებდა, რომ ის არის რაღაც პოლიტიკისგან დახსნილი და არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ლობისტურ კომპანიას ქირაობს, ნახევარ მილიონზე მეტ დოლარს იხდის და აქედან იწყება უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი - რა გააკეთოს, რაში გაუწიოს ლობირება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რაში გაუწიოს დახმარება, რის მოტყუებაში გაუწიოს დახმარება გილაურს და დანარჩენ „ნაცმოძრაობის“ კონკრეტულ წევრებს და აგენტურას, რომელიც მოქმედებს საქართველოში, რომ კიდევ ერთხელ შეეცადონ მსოფლიო აშშ-დან დაწყებული მოატყუონ და ცრუ ინფორმაცია გაასაღონ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ნიკა გილაურმა აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი გადაიხადა - დოკუმენტი FARA-ზე გამოქვეყნდა.